saqarTvelos myinvarebi - yoruldaSis myinnvari
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 42°55`06` ჩ. გ. 43°08`38` ა. გ. |
სიგრძე | 3.5 კმ |
ფართობი | 3.7 კმ² |
ტიპი | ხეობური |
ხეობის ტიპის სამხრეთ-აღმოსავლეთური ექსპოზიციის მყინვარი ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის ყორულდაშის სათავეში. მდინარე ცხენისწყლის აუზში უდიდესია.
მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარის სათავეში და მწვერვალ აილამის დასავლეთ მონაკვეთს მოიცავს. ფართობი 2.20 კმ²-ია. საზრდოობს მწვერვალების ნამყვამისა და აილამის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით. ხასიათდება გაშლილი ფირნის ველით და დაკიდებული შუა მონაკვეთით.
მყინვარის ენა თოვლის ზვავების შედეგად ჩამოტანილი მასალით ძლიერ დანაგვიანებულია. ფხვიერი მასალა ზოგიერთ მონაკვეთში საკმაო სიმძლავრეს აღწევს, რაც განაპირობებს მყინვარის ფრონტალურ ნაწილში ზედაპირული აბლაციის შემცირებას. მყინვარის ენის ზედაპირის ცალკეულ მონაკვეთში მცენარეული საფარია. მიუხედავად მყინვარის ზედაპირის თავისებურებისა, მყინვარის ენის შემცირება ინტენსიურია, რაც ძირითადში განპირობებულია ენის ბოლოს გაშიშვლებული ვერტიკალური კედლის დნობით.
ყინულვარდნილი ნუნატაკით ორ ენათ არის გაყოფილი და ასე ჩამოდის რიგელის ძირამდე, მყინვარის ენა ზღვის დონიდან 2680 მ სიმაღლეზე ბოლოვდება. ფირნის აუზი, რომელიც 3500 მეტრზე ზემოთ მდებარეობს ოვალური ფორმისაა. იგი კარულ ფორმაშია ჩამჯდარი და ნაკლები დახრილობით ხასიათდება. მყინვარიდან გამოედინება მდინარე ყორულდაში.